ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მრჩეველი კორონავირუსით გარდაიცვალა. 71 წლის მოჰამედ მირმოჰამადი ალი ხამენეის მრჩეველთა საბჭოს წევრი იყო. ის ირანის პირველი მაღალჩინოსანია, რომელიც ახალი ვირუსის შედეგად გარდაიცვალა.

ირანში კორონავირუსით დაავადების ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია. ამ ეტაპისთვის ქვეყანაში 978 შემთხვევა და 55 გარდაცვალებაა დაფიქსირებული. თუმცა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ოფიციალური რიცხვებისგან განსხვავებით გარდაცვალების მაჩვენებელი უფრო მაღალია.

ინფიცირებულებს შორის არიან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ასევე, ვიცე-პრეზიდენტი და რამდენიმე დეპუტატი.