საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ადმინისტრაციის ცნობით, კორონავირუსთან დაკავშირებით ბიბლიოთეკა სადეზინფექციო სამუშაოებს იწყებს. სამუშაოები 3-დან 9 მარტამდე გაგრძელდება და ამ პერიოდში ბიბლიოთეკა არ მიუშავებს.

"ეროვნული ბიბლიოთეკის ადმინისტრაცია ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას. 9 მარტიდან, სადეზინფექციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ეროვნული ბიბლიოთეკის შესასვლელებსა და მომსახურების ადგილებში განთავსდება სპეციალური სადეზინფექციო დისპენსერები, რომელსაც ეროვნულ ბიბლიოთეკაში შემომსვლელი ყველა პირი გამოიყენებს", — წერია განცხადებაში.

საქართველოში ამჟამად კორონავირუსის სამი შემთხვევაა დაფიქსირებული. კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა, მეორე დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 28 თებერვალს დაადასტურა, მესამე კი — 29 თებერვალს.

ამავე თემაზე:

გაიგეთ მეტი კორონავირუსის პრევენციის შესახებ: