დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე სკოლებს მოუწოდებს, რომ ონლაინგაკვეთილები ჩაატარონ. ამის შესახებ მან 2 მარტის პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"სწავლა და განათლება ჩვენთვის არის მთავარი. ნუ შევწყვეტთ ამას და გადავიდეთ, ძირითადად, თუ შესაძლებელია, ონლაინრეჟიმზე", — განაცხადა გამყრელიძემ.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის სკოლებსა და ბაღებში სწავლა 16 მარტამდე შეწყდა. ამ ხნის განმავლობაში სასწავლო დაწესებულებებში დეზინფექცია ჩატარდება.

საქართველოში ამჟამად კორონავირუსის სამი შემთხვევაა დაფიქსირებული. კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა, მეორე დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 28 თებერვალს დაადასტურა, მესამე კი — 29 თებერვალს.

ამავე თემაზე:

გაიგეთ მეტი კორონავირუსის პრევენციის შესახებ: