საქართველოს განათლების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ირინა აბულაძემ თანამდებობა დატოვა. პირად ფეისბუქგვერდზე მან მადლობა გადაუხადა ყოფილ მინისტრ მიხეილ ბატიაშვილსა და მოქმედ მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს.

"დიდი მადლობა თითოეულ მასწავლებელს, განათლების მუშაკებს, ჩვენს ყველა დარგობრივ, ფინანასურ და ადმინისტრაციულ დეპარტამენტს, ჩვენს სსიპ-ებს, საერთაშორისო პარტნიორებს, და პოლიტიკურ გუნდს!", — წერს ის.

მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე 2018 წლის ივლისში გახდა.