მომაკვდინებელი პარაზიტები ადამიანის სხეულში
ამ სტატიის კითხვისას ალბათ მთელი ტანზე ქავილსა და უმიზეზო ტკივილს იგრძნობთ, თუმცა პარაზიტების შესახებ ინფორმაცია აუცილებლად უნდა გქონდეთ, რათა რომელიმე მათგანის მსხვერპლი თავად არ გახდეთ. პარაზიტები ცოცხალ ორგანიზმში მობინადრე არსებები არიან, რომლებიც მასპინძლის სხეულით სარგებლობენ. მათ უამრავი დაავადება გადააქვთ ან თავად იწვევენ სიმპტომებს, რომლებიც მოგვიანებით ვლინდება.
საწოლის ბაღლინჯო
ეს პარაზიტი პატარა ზომისა და ბრტყელი ფორმის გამო თითქმის შეუმჩნეველია. როგორც წესი, მისი სამალავი ჩვენთან მაქსიმალურად ახლოსაა, მაგალითად, სავარძელში, ტანსაცმელში, ან თუნდაც ლოგინში. საწოლის ბაღლინჯო სისხლისმწოველი მწერია და მსხვერპლზე სანადიროდ ღამეს ირჩევს. სანამ პირს ჩაგავლებდეთ, კანზე ადგილობროვ ანესთეზიას აკეთებს და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს მოქმედებას. მისი ნაკბენი უმტკივნეულოა.
ლოა ლოა
ლოა ლოა, იგივე თვალის ჭია, ადამიანის ორგანიზმში მწერის ნაკბენით ჩნდება. ეს პარაზიტი გარკვეული დროის მანძილზე იკვებება ჩვენი რესურსით და როდესაც საკმარისად გაიზრდება, გადაადგილებასაც კი იწყებს. ამ გზით ლოა ლოა საბოლოო თვალში ხვდება და წლების განმავლობაში იქ ცხოვრობს. ნაკბენი იწვევს ტკივილსა და მაღალ ტემპერატურას. გავრცელებულია ინდოეთსა და აფრიკაში.
რიტშა
რიტშა პარაზიტია, რომელიც კრაზანის დახმარებით ვრცელდება. კრაზანა ათასობით კვერცხს დებს, საიდანაც მოგვიანებით მატლი იჩეკება. რიტშა პირდაპირი მნიშვნელობით ჭამს ადამიანის სხეულს, რის გამოც მოზრდილი ზომის ხვრელები ჩნდება. მისგან განსაკურნებლად სერიოზული სამედიცინო ჩარევაა საჭირო. გავრცელებულია მხოლოდ აფრიკის 4 ქვეყანაში: ჩადიში, ეთიოპიაში, მალისა და სამხრეთ სუდანში.
ნეგლერია ფოულერი
თუ აშშ-ს სამხრეთ შტატებში იყავით, თანაც ზაფხულში, მდინარეში ან ტბაში გაცურეთ და ამის შემდეგ ძლიერი თავის ტკივილი ან გულისრევა დაგეწყოთ, შეიძლება ეს ყველაფერი ერთ-ერთ ყველაზე ვერაგ პარაზიტს, ნეგლერია ფოულერს უკავშირდებოდეს. ნეგლერია ფოულერი ადამიანის ტვინში ბუდობს და აზიანებს ნერვულ სისტემას, იწვევს კომასა და სიკვდილს. მართალია, ის ძალიან იშვიათი პარაზიტია, რადგან მსოფლიოს მასშტაბით, სულ ათასამდე ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა სიფრთხილეს თავი არ სტკივა.
სოლიტერი
ამ პარაზიტთან დაკავშირებით არსებობს გავრცელებული ჭორი, რომ ლეგენდარულმა სოპრანომ, მარია კალასმა, ის წონის დასაკლებად გამოიყენა. სოლიტერი 10 მეტრამდე იზრდება და სახლდება ცხოველების და ადამიანის ნაწლავებში ან კუჭში, საიდანაც სისხლძარღვებში მოხვედრაც შეუძლია. ინფიცირება დაბინძურებული წყლის ან ხორცის მიღებით ხდება.
ასკარიდა
თუ არ გაგიმართლათ და ამ პარაზიტით დაავადდით, ის სრულიად შეუმჩნეველად და უსიმპტომოდ იცხოვრებს თქვენს ორგანიზმში, მოგვიანებით კი თავს იჩენს მაღალი ტემპერატურითა და თავის ტკივილით. ასკარიდას ზომა 30 სანტიმეტრს აღწევს.
ტკიპა
ტკიპა საშიში და სხვებთან შედარებით ყველაზე გავრცელებული პარაზიტია. მისი მრავალი სახეობა არსებობს და ბევრი მათგანი დაავადების მატარებელი და გადამტანია, ენცეფალიტის, ციებ-ცხელების და ა.შ. არსებობენ ე.წ. მუნის ტკიპებიც, რომლებიც ბინადრობენ ადამიანის კანში და წოვენ სისხლს.
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვა340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვა2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს 2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
კომენტარები