თბილისში, რობაქიძის ქუჩაზე ლიბერთი ბანკის შენობა დააყაჩაღეს. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე არავინ დაშავებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 236-ე მუხლით მიმდინარეობს. რაც ძალადობით ან ძალადობის მუქარით ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. პირველი მუხლით ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.