კორონავირუსის საფრთხის გამო მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ლუვრის მუზეუმი დაიხურა. მუზეუმის თანამშრომლები ახალი ვირუსის გავრცელების გამო შიშობენ.

მუზეუმს ყოველდღიურად ათი ათასობით მნახველი სტუმრობა და მათი სამი მეოთხედი სწორედ უცხოეთიდანაა ჩამოსული.

"რისკი ძალიან, ძალიან, ძალიან მაღალია", — განაცხადა ლუვრის თანამშრომელმა Associated Press-სთან საუბრისას.

მუზეუმს 2 300-მდე თანამშრომლები ჰყავს და ჯერჯერობით კორონავრუსი არავის არ დაუფიქსირდა. ლუვრის მოკლე განცხადებაშია ნათქვამია, რომ თანამშრომლების კრებამ, რომელიც ვირუსის გავრცელების პრევენციას ეხებოდა, გადაწყვიტა მუზეუმი საერთოდ არ გახსნილიყო.

მუზეუმმა დახურვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საფრანგეთის ხელისუფლებამ მოუწოდა, რომ გაუქმდეს ყველა საზოგადოებრივი კრება, რომელსაც 5 000-ზე მეტი ადამიანი უნდა შეიკრიბოს.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის დაინფიცირებულთა რიცხვმა 88 282-ს მიაღწია. COVID-19-ის გამო კი უკვე სამი ათასი ადამიანი გარდაიცვალა.

საფრანგეთში დაინფიცირების 104 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 2 პირი გარდაიცვალა. ევროპაში კორონავირუსი ყველაზე მეტად გავრცელდა იტალიაში, სადაც დაინფიცირებულთა რიცხვმა 1 700-ს მიაღწია.