ირანის ჯანდაცვის მინისტრის პრესსპიკერის ცნობით, ირანის ისლამური რესპუბლიკა კორონავირუსზე კიდევ "ათიათასობით შემთხვევის" ტესტირებისთვის ემზადება. კიანუშ იანპურის თქმით, ვირუსმა ირანში 43 ადამიანი იმსხვერპლა, ამასთან არსებობს 593 დადასტურებული შემთხვევა. პრესსპიკერმა მოუწოდა ხალხს, ნუ დაესწრებიან გარდაცვლილთა დაკრძალვის ცერემონიას, რამდენადაც ხალხმრავლობამ, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტად შეუწყოს ხელი ვირუსის გავრცელებას.

გამოცემა Independent-მა გაავრცელა ცნობები, რომ კორონავირუსის შედეგად დაიღუპა ირანის პარლამენტის წევრი. მოჰამედ ალი რამაზანს ვირუსი ლაბორატორიულად რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა. ამავე ინფორმაციას სხვა საერთაშორისო მედიები ჯერჯერობით არ ადასტურებენ.

AP იუწყება, რომ ირანი კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობით მეორე ადგილზეა ვირუსის ეპიცენტრის, ჩინეთის შემდეგ.

ამ დროისთვის, მსოფლიო მასშტაბით, კორონავირუსით 83 ათასზე მეტი ადამიანია დაავადებული, მათგან 2 800 ადამიანი დაიღუპა. დაავადებულთა უმრავლესობა ჩინეთის მოქალაქეა.

ამავე თემაზე: