თუ სმარტფონი გამოსვლამდე, შორიდან შეგყვარებიათ, ალბათ, გეცოდინებათ, რა გრძნობაა, როცა იგებ, რომ მისი შეკვეთა უკვე შეგიძლია. ალტაში Samsung-ის ახალი Galaxy S20 სერიის ოფიციალური ფლაგმანების წინასწარი შეკვეთები უკვე დაიწყო და 9 მარტამდე გრძელდება.

Galaxy S20, S20+ და S20 Ultra – სამსუნგის ახალი Galaxy S20 სერიის ფლაგმანებზე თითქმის იმ წუთიდანვე ვწერთ, როცა სან-ფრანცისკოში ისინი პირველად წარუდგინეს საზოგადოებას. სამივე სმარტფონს მეხუთე თაობის ქსელის (5G) მხარდაჭერა და 120-ჰერციანი ეკრანი აქვს.

ამ ტრიოდან Galaxy S20 ყველაზე იაფი და ზომით უფრო პატარაა — მას 6,2-ინჩიანი ეკრანი, სამმაგი ლინზიანი კამერა (64 MP + 12 MP + 12 MP) და 4,000 mAh აკუმულატორი აქვს. მომდევნო ფლაგმანია Galaxy S20+, რომელიც ზომით ოდნავ დიდია, მის კამერას კი სიღრმისა და მანძილის აღქმის სენსორი აქვს. აკუმულატორი კიდევ უფრო მძლავრია — 4,500 mAh.

სამეულის სათავეში დგას Galaxy S20 Ultra, რომელსაც 6,9-ინჩიანი ეკრანი, ოთხი ძირითადი კამერა და 5,000 mAh აკუმულატორი აქვს.

The Galaxy S20 Ultra (მარცხნივ) და S20 Plus (მარჯვნივ)

ფოტო: Evan Blass (@evleaks) / Twitter

8K ვიდეოს ჩაწერის უნარი სამივე ფლაგმანს აქვს, თუმცა ფოტოებისა და ვიდეოების უმაღლესი ხარისხით სამეულის ლიდერი Galaxy S20 Ultra გამოირჩევა.

გარდა ამისა, ცალკე აღსანიშნავია Galaxy S20 Ultra-ს კოსმიური ზუმი, რომელიც საშუალებას მოგცემთ ოპტიკური და ციფრული მეთოდების კომბინირებით ობიექტი 100-ჯერ მოაახლოვოთ.

ფოტო: Samsung

ფლაგმანებს გამორჩეული ეკრანიც აქვთ, 6.9''-მდე Dynamic AMOLED ეკრანზე გასაოცარი ფერების პალიტრა იშლება. ფლაგმანების მეხსიერება 128 GBია, შესაბამისად ის უამრავ ფოტოს, ვიდეოს და საჭირო დოკუმენტებს დაიტევს. კიდევ ერთი უპირატესობა ანდროიდ 10 და One UI 2.0-ია, რაც ყოველთვის განახლებად აპლიკაციებს და დახვეწილ ინტერფეისს უზრუნველყოფს.

ამ სამიდან ნებისმიერი მოდელის წინასწარი შეკვეთის შემთხვევაში საჩუქრად ბლუთუს ყურსასმენებს, Galaxy Buds+ მიიღებთ, რომელიც დახვეწილი ხმისა და ბასების გარდა, ელეგანტურობითა და ერთ დამუხტვაზე 11-საათიანი მუშაობის რეჟიმით გამოირჩევა.

კარგი ახალი სმარტფონი, რა თქმა უნდა, სასიამოვნო სიახლეა, მაგრამ ამისთვის ჯერ არსებულ სმარტფონს უნდა დავემშვიდობოთ. ახალი ტელეფონის შესაძენად ძველის გაყიდვა აუცილებელი აღარაა. ალტაში შეგიძლიათ Trade-In აქციით ისარგებლოთ, ნებისმიერ მაღაზიას ეწვიოთ, ნებისმიერი სმარტფონი ჩააბაროთ და ახალ ფლაგმანზე ფასდაკლება მიიღოთ.

შეგიძლიათ, საორიენტაციოდ ამ კალკულატორის მეშვეობით გამოთვალოთ, რამდენს დაზოგავთ ძველი სმარტფონის ჩაბარებით.

მიმდინარე აქციების დეტალებზე ალტას მობილური ტელეფონების ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის უფროსს, გიორგი ცხვიტავას ვესაუბრეთ:

რატომ გადაწყვიტეთ, რომ Trade-in-ის შესაძლებლობა შეგეთავაზებინათ მომხმარებლებისთვის?

Trade-in არც ისე ახალია ჩვენი ბაზრისთვის, მაგრამ ყველა მომხმარებელმა არ იცის, რეალურად რამდენად მარტივი და კომფორტული შეთავაზებაა. მომხმარებელი თავის მოწყობილობას ძირითადად ყოველ 1-2 წელიწადში აახლებს, პრემიუმ კლასის მოწყობილობებში კი ეს განსაკუთრებით ხშირად ხდება, რადგან როდესაც ადამიანი ყიდულობს ისეთი ტიპის მოწყობილობას, როგორიც Galaxy S20 სერიის სმარტფონებია, მას უნდა, რომ ინდუსტრიაში უახლესი ტექნოლოგიების მწვერვალზე მყოფი მოწყობილობა ჰქონდეს. რას ვუშვრებით ასეთ დროს ძველ სმარტფონს? ერთ შემთხვევაში ასეთი მოწყობილობას ნათესავებს ან მეგობრებს ვჩუქნით, მეორე შემთხვევაში კი შარშანდელი ფლაგმანი იყიდება მეორად ბაზარზე სხვადასხვა მეთოდით, რაც დამატებითი საზრუნავია ხოლმე. სწორედ ასეთი მომხმარებლები არიან Trade-in-ის აქციის პოტენციური მონაწილეები.

თქვენ პარალელურად წინასწარ შეკვეთაზეც გაქვთ ფასდაკლება. შეიძლება, რომ ასეთ დროს ორივე აქციით ისარგებლოს დაინტერესებულმა ადამიანმა: თან ძველი სმარტფონი მოიტანოს და თან წინასწარი შეკვეთის გამო ფასდაკლებაც მიიღოს?

რა თქმა უნდა შესაძლებელია, ასეთ შემთხვევაში მომხმარებელი იქნება სამსუნგის უახლესი მოდელის ერთ-ერთი პირველი მფლობელი საქართველოში, მიიღებს საჩუქრად სამსუნგის უახლეს უსადენო ყურსასმენებს Galaxy Buds+ და დაზოგავს მინიმუმ 320 და მაქსიმუმ - ტელეფონის მთელი ღირებულების ოდენობის თანხას.

იმისათვის, რომ მომხმარებელი არ შეწუხდეს მეორად ბაზარზე და ონლაინ სერვისებით ტელეფონის გაყიდვაზე, არ შეხვდეს და ევაჭროს უცხო ადამიანებს, ჩვენ თავადვე გვაქვს ასეთი სერვისი.

თრეიდინით სარგებლობისას ჩვენი მომხმარებელი მოდის თავისი ძველი ტელეფონით ჩვენთან მაღაზიაში, ჩვენი ტექნიკოსი სპეციალური წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით უფასებს ტელეფონს, თუ ტელეფონი არის იდეალურ მდგომარეობაში, იღებს მაქსიმალურ შეფასებას, რაც თავის მხრივ ძალიან კონკურენტუნარიანი თანხაა მეორად ბაზარზე არსებულ ფასებთან შედარებით და სწორედ ეს თანხა აკლდება ახალი ფლაგმანის ღირებულებას.

კონკრეტულად ამ შემთხვევაში, S20 სერიის სმარტფონების წინასწარი შეკვეთის გაკეთებისას და ძველი სმარტფონის ჩაბარებისას, შეგიძლიათ 10 წლის სმარტფონიც კი მოიტანოთ, რომელიც ვერც გააჩუქეთ და გასაყიდადაც ვერ მოიცალეთ. ყველა ასეთი სმარტფონი შეფასდება მინიმუმ 320 ლარით, შესაბამისად ბევრისთვის ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა უახლეს ფლაგმანებზე ძალიან კარგი ფასი მიიღოს.

რატომ უნდა შევიძინოთ გალაქსი S20 სერიის ფლაგმანები? რა არის მათი მთავარი უპირატესობა?

ამაზე ზემოთაც ვისაუბრე, ეს მოდელები ყველაფერს აერთიანებენ, რასაც დღევანდელი ტექნოლოგიური მიღწევები გვთავაზობს. ვსაუბრობთ სმარტფონებზე, რომლებიც ახალ სტანდარტებს აწესებენ ბაზარზე. 120-ჰერციანი ეკრანი ძალიან შთამბეჭდავია არამარტო სიტყვებით, არამედ რეალურ ცხოვრებაში გამოყენებისას, სისწრაფეში სხვაობა თვალნათლივ იგრძნობა, 8K ვიდეოს გადაღებაც ცხადია, საოცარი უპირატესობაა და, რა თქმა უნდა 108 მეგაპიქსელიანი კამერა Galaxy S20 Ultra-ზე და მისი შთამბეჭდავი კოსმიური ზუმი. ეს პირადად ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებლებია.

როგორ უნდა მივხვდეთ, სწორი არჩევანი იქნება თუ არა კონკრეტულად ეს სმარტფონები ჩვენთვის?

თუ ეძებთ უკომპრომისოდ საუკეთესო მოწყობილობას და მხოლოდ ტექნიკურ მახასიათებლებს კი არა, დეტალებს, შესრულების ხარისხს და დიზაინსაც აქცევთ ყურადღებას, მაშინ ეს მოდელები აუცილებლად გამოგადგებათ.

ასე რომ, თუ დაიღალეთ ძველი მობილურით, რომელმაც თავისი მოვალეობა პირნათლად შეასრულა და ახლა დღეში სამჯერ ჯდება, მაშინ ახალი სმარტფონის საყიდლად ამაზე უკეთეს დროს ვერ იპოვით.