შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული პირი დუშეთში დააკავეს. გამოძიება ირწმუნება, რომ კაცმა ყოფილ ცოლს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს.