24 თებერვალს, საინფორმაციოს პროდიუსერად დანიშნულმა, ნინო ხაჟომიამ 4 დღეში აჭარის მაუწყებელი საკუთარი განცხადებით დატოვა. მაუწყებლის ინფორმაციით, ახალი ამბების რედაქტორის პოზიციაზე მას ფირუზ ბოლქვაძე შეცვლის.

გარდა ამისა, ტელევიზიისა და რადიოს საინფორმაციო სამსახურის უფროსი, შორენა ღლონტი დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ გაათავისუფლა.

ამ ყველაფერს წინ უსწრებდა ქართული ოცნებისგან დაკომპლექტებული მრჩევლებისგან არჩეული გიორგი კოხრეიძის მიერ დაწყებული რეორგანიზაცია. მან უფლებამოსილება შეუმცირა თავის მოადგილეს, ნათია ზოიძეს, რომელსაც ამ მიზეზით არხიდან წასვლა მოუწია. გარდა ამისა, აღარ გაუგრძელა საინფორმაციო სამსახურის ერთ პროდიუსერს კონტრაქტი, მეორეს — მთავარი გამოშვების პროდიუსერს კი თანამდებობა გაუუქმა.