მთაწმინდაზე, ეშმაკის ბორბლის ქვემოთ, ხანძარია. როგორც On.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ბალახებსა და ბუჩქებს უკიდია. მათივე ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ადგილზე მობილიზებულია, ოთხი სახანძრო ჯგუფი და მიმდინარეობს ცეცხლის დაქრობითი სამუშაოები.