აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, მე-7 კლასამდე მოსწავლეებს არ მიეწოდებათ ინფორმაცია ბულინგის შესახებ. ანგარიში, რომელიც ახლახანს გამოქვეყნდა 2018 წლის მონაცემებს აერთიანებს.

აუდიტის განცხადებით, ეროვნული სასწავლო გეგმა ფარავს უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო განათლების საკითხებს, რომელშიც ბავშვის უფლებების კონვენცია და მოსწავლის უფლებები შედის, მაგრამ ამავე გეგმის მიხედვით, არ არის გათვალისწინებული ბულინგზე ინფორმაციის მიწოდება მეშვიდე კლასამდე.

გარდა ამისა, აუდიტის განცხადებით, სკოლები არ არის უზრუნველყოფილი ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრებით, ნახევარში კი არ არის დაცული უსაფრთხოების ზომები. კერძოდ, ქვეყნის მასშტაბით 1 161 სკოლაში არ არიან მანდატურები, არც ვიდეოკამერები ან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სხვა პირები.