საკრუიზო გემ Diamond Princess-ზე კორონავირუსით მინიმუმ 5 ადამიანი გარდაიცვალა. იაპონიის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მეხუთე გარდაცვლილი 70 წლის ქალია.

ამ კვირაში იაპონიის მთავრობის მთავარმა მრჩეველმა CNN-ს განუცხადა, რომ Diamond Princess-ზე დაწესებული საკარანტინო ზომები, რომლებიც იაკოჰამაზე ორი კვირის განმავლობაში იყო, შესაძლოა გემის ეკიპაჟსა და მგზავრებში დამატებით ინფექციებს გავრცელების მიზეზი გამხდარიყო.

ამერიკის საკუთრებაში მყოფი საკრუიზო გემი იაპონიაში კარანტინშია მას შემდეგ, რაც გემზე კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა. კრუიზზე მინიმუმ 705 ადამიანია კორონავირუსზე იდენტიფიცირებული.

კორონავირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა ბელარუსში, ლიეტუვაში, ახალი ზელანდიაში, ნიგერიასა და აზერბაიჯანში. ამ ეტაპისთვის კორონავირუსი 84 ათასამდე ადამიანს აღმოაჩნდა, ვირუსის შედეგად კი სამი ათასამდე ადამიანი გარდაიცვალა. 26 თებერვალს საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა მეორე შემთხვევა კი დღეს, 28 თებერვალს დადასტურდა. პირველ შემთხვევაში ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან საქართველოში შემოვიდა. მეორე შემთხვევაში, ვირუსი საქართველოს მოქალაქეს გამოუვლინდა, რომელიც იტალიაში მოგზაურობდა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001

გაიგეთ მეტი კორონავირუსის პრევენციის შესახებ: