დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001

საქართველოში კორონავირუსის პრევენციისთვის, პირველ ეტაპზე, 490 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება. ამ თანხით ნაყიდი მოწყობილობებით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებმა საზღვარზე მგზავრები უნდა შეამოწმონ.

357 095 ლარით შემოსავლების სამსახური აღჭურავს საზღვრებს, 135 367 ლარი კი აეროპორტებისთვის დაიხარჯება.

შემოსავლების სამსახურის მიერ დაგეგმილი შესყიდვა

ფოტო: შემოსავლების სამსახური

დღევანდელი მდგომარეობით, საქარველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევაც დასტურდა.