პარლამენტში ევროპული საქართველოს დეპუტატი, ელენე ხოშტარია იმ ახალგაზრდებს ხვდება, რომლებიც მისგან მანდატის დატოვებას ითხოვენ.

ახალგაზრდები დეპუტატს ეუბნებიან, რომ მათ არ მოეწონათ მისი პროტესტის ფორმა, როდესაც პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართო. ელენე ხოშტარია კი ამბობს, რომ მსგავსი ფორმებით საბჭოთა კავშირს ებრძვის.

ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ მას სჯერა ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტის, თუმცა აღმოჩნდნენ აქციაზე, რომელიც ქართულმა ოცნებამ დაგეგმა. დეპუტატის თქმით, ამ აქციაზე მმართველი გუნდის რუსთავი მერიორაციის სამსახურის თანამშრომლები იყვნენ ჩამოყვანილი.

18 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშის მოსმენაზე ოპოზიციის ლიდერებმა, ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა საბჭოთა ჰიმნი ჩართეს. სხდომას დიპლომატიური კორპუსიც ესწრებოდა. ოპოზიციონერები მანდატურმა სხდომათა დარბაზიდან მალევე გაიყვანა.

ჰიმნის ჩართვის შემდეგ ევროპული საქართველოს ოფისთან ახალგაზრდები შეიკრიბნენ და მას შემდეგ აქციებს პერმანენტულად ატარებენ. ისინი ელენე ხოშტარიასგან მანდატის დატოვებას ითხოვენ.