საქართველოში კერძოდ თბილისში, ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის მოწვევით, ვიზიტით იმყოფებოდა გერმანული უნივერსიტეტის CBS International Business School-ის (სი ბი ეს საერთაშორისო ბიზნესის სკოლა) წარმომადგენელი შარლოტ კრამერი. უნივერსიტეტმა მიზნად დაისახა ქართული საგანმანათლებლო სივრცის უკეთესად შესწავლა და სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია შეარჩიონ ისეთი სტუდენტები, რომლებიც წარმატებით დაძლევენ მათ პროგრამას და ახალ სიტყვას იტყვიან ბიზნეს სამყაროში.

CBS-ის ბიზნეს სკოლამ რამდენიმე შეხვედრა გამართა სკოლის მოსწავლეებთან. უნივერსიტეტი ეწვია საერთაშორისო აკადემია ლოგოსს, ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლასა და IB მთიებს, სადაც ჩატარდა გაცნობითი სახის პრეზენტაციები. მოსწავლეებს ქონდათ საშუალება პირადად გასაუბრებოდნენ უნივერსიტეტის წარმომადგენელს და დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები.

დაფინანსების კუთხით CBS გთავაზობთ ერთჯერადად 3000 ევროს ოდენობის გრანტის მოპოვების საშუალებას. გარდა ამისა, country promotion-ის ფარგლებში შეგიძლიათ მიიღოთ ერთჯერადად 2160 ევროს დაფინანსება. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად საკმარისია ეწვიოთ უნივერსიტეტის გვერდს leaf.ge-ს და შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

ფოტო: CBS International Business School

ფოტო: CBS International Business School

ფოტო: CBS International Business School

CBS International Business School-ის შესახებ

CBS საერთაშორისო ბიზნეს სკოლა 1993 წელს კიოლნში დაარსდა და გამოირჩევა ინგლისურენოვანი პროგრამების ფართო არჩევანით ბიზნესის სფეროში. იგი გამოყენებითი მეცნიერებების ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტია გერმანიაში, რომლის სლოგანია "თქვენი კარიერა ჩვენი ამოცანაა". მისი კამპუსები გერმანიის ულამაზეს ქალაქებში, კიოლნში, მაინცსა და პოტსდამში მდებარეობს, სადაც მსოფლიოს 75 ეროვნების დაახლოებით 1900-მდე სტუდენტი სწავლობს. CBS პარტნიორული ურთიერთობები აქვს 120-ზე მეტ სხვა უნივერსიტეტთან და მრავალ კომპანიასთან.

საერთაშორისო ბიზნეს სკოლა, როგორც კერძო უნივერსიტეტი, აკრედიტებულია სახელმწიფო დონეზე Wissenschaftsrat-ისა (German Science Council) და the North Rhine-Westphalian Ministry of Science-ის მიერ. გარდა ამისა, პროგრამები აკრედიტებულია FIBAA-ს მიერ (Foundation for International Business Administration Accreditation) German Accreditation Council-ს სახელით და ასევე International Accreditation Council for Business Education (IACBE)-ს მიერ.

სწავლის საფასური საბაკალავრო პროგრამებზე 13 000 ევროდან 14 500 ევრომდე მერყეობს წელიწადში, ხოლო სამაგისტრო პროგრამებზე — 14 000 ევროდან 16 000-მდე.