ალბათ, ყველას გეცნობათ ეს ირანელი პაციენტი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ქართული ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ფეისბუქვარსკვლავი გახდა.

კორონავირუსის გამო, სამედიცინო შემოწმება ყველამ უნდა უნდა გაიაროს ვინც ქვეყნის საზღვარს გადაკვეთს. სწორედ ერთ-ერთი ასეთი შემოწმების შემდეგ ირანელი მოქალაქე ინტერვიუს აძლევდა ქართველ ჟურნალისტებს, სადაც ამბობდა, რომ სრულებით ჯანმრთელია და უკვე შეუძლია რომ კლინიკა დატოვოს.

ინტერვიუს დასასრულს, კლინიკიდან ორი ექიმი გამოვიდა, რომლებმაც პაციენტი პალატაში ძალის გამოყენებით დააბრუნეს.

ინციდენტზე ცნობილი ინგლისური ტაბლოიდი Daily Mail წერს, თუმცა მცირე უზუსტობით: აღნიშნული პაციენტი აბასთუმანში იზოლაციაში იმყოფება, მას კორონავირუსის დიაგნოზი არ აქვს დადასტურებული.

"საოცარ კადრებში ხედავთ საავადმყოფოდან გამოწერილ კორონავირუსის პაციენტს, რომელიც სატელევიზიო ინტერვიუს დროს უკან შეათრიეს".

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით 86 000 ადამიანი არის ინფიცირებული.

ამავე თემაზე: