2030-ის ინფორმაციით, მმართველ პარტიაში უკვე გადაწყვეტილია, თუ ვინ დაიკავებს საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეების თანამდებობებს.

გამომცემლობისთვის მიწოდებული ინფორმაციით, ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტს აკაკი ზოიძე, განათლების კომიტეტს მარიამ ჯაში, ხოლო გარემოს დაცვის კომიტეტს კახა კუჭავა უხელმძღვანელებენ.

მარიამ ჯაში ქართული ოცნების სამგორის მაჟორიტარი დეპუტატია. აკაკი ზოიძე ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრი და საპარლამენტო სიის მეექვსე ნომერია. კახა კუჭავა ქართული ოცნების სპარლამენტო სიის მეთერთმეტე ნომერია.