წარმოშობით ფრანგმა რეჟისორმა, დემიენ შაზელმა, რომელმაც 2016 წელს გადაღებული მიუზიკლით La La Land ოსკარი და მსოფლიო აღიარება მოიპოვა, ამჯერად მუსიკალური სატელევიზიო შოუ გადაიღო.

2018 წელს გადაღებული ბიოგრაფიული დრამის, First Man-ის შემდეგ 35 წლის რეჟისორმა ნეტფლიქსთან თანამშრომლობით სერიალი გადაიღო, რომლის ტრეილერიც სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა:

The Eddy — ასე ჰქვია ახალ სერიალს, რომელიც თანამედროვე პარიზში მულტიკულტურულ სამეზობლოში განვითარებულ მოვლენებზე მოგვითხრობს.

სატელევიზიო შოუში მთავარ როლებს Moonlight-ის მსახიობი, ანდრე ჰოლანდი და პაველ პავლიკოვსკის ცნობილი პოლონური ფილმის, Cold War-ის ვარსკვლავი, იოანა კულიგი ასრულებენ.

ფოტო: Netflix

ამ ახალ სერიალში სულ რვა ეპიზოდი იქნება და მისი პრემიერა ნეტფლიქსის პლატფორმაზე 8 მაისს შედგება.