სამხრეთ კორეამ კორონავირუსის 517 ახალი შემთხვევა დაადასტურა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, პარასკევ დილით 256 შემთხვევა დადასტურდა, შუადღეს კი 571.

517 ახალი შემთხვევიდან უმეტესობა 447 დაეგუდან არის, სადაც ვირუსის კონცენტრირება ხდება. კონტინენტური ჩინეთის შემდეგ, სამხრეთ კორეაში ვირუსის ყველაზე მეტი — 2 337 შემთხვევა გამოვლინდა. პარასკევს გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა 67-ით მეტია წინა დღის შედეგებზე, როცა 505 შემთხვევა დადასტურდა.

გარდაცვალების ახალი შემთხვევები პარასკევს არ დაფიქსირებულა. სამხრეთ კორეაში ვირუსით ჯამში 13 ადამიანი გარდაიცვალა.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით მინიმუმ 2 800 ადამიანი გარდაიცვალა და 83 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. დღეს, 28 თებერვალს ვირუსის პირველი შემთხვევა დაადასტურა ნიგერიამ და ბელარუსმა. 26 თებერვალს საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

გაიგეთ მეტი კორონავირუსის პრევენციის შესახებ: