კანადა მეგანსა და ჰარის უსაფრთხოებისთვის დანიშნულ დაცვას აღარ დააფინანსებს. გადაწყვეტილება ფედერალურმა მთავრობამ მიიღო.

კანადის პოლიციის სადაზვერვო უწყებამ (RCMP) წყვილს დაცვა მას შემდეგ დაუნიშნა, რაც ამაზე თხოვნა მეტროპოლიტენის პოლიციისგან მიიღო.

"რადგან სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია საერთაშორისო დაცვის ქვეშ იმყოფება, კანადის პოლიციის სადაზვერვო უწყება შესაბამისად ზრუნავდა. ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ საჭიროების შემთხვევაში მათ დაცვა დავუნიშნოთ", — განაცხადა კანადის თავდაცვის მინისტრმა ბილ ბლეირმა.

კანადის პრემიერმინისტრს ჯასტინ ტრუდოს გამუდმებით ეკითხებიან, ვინ დააფინანსებს წყვილის უსაფრთხოებას.

"დახმარება შეწყდება მათი სტატუსის შეცვლის შემდეგ", — აცხადებენ საჯარო უსაფრთხოების სამსახურში.

ქვეყანა ჰარისა და მეგანის უსაფრთხოებაზე თავისი სახსრებით 2019 წლის ნოემბრიდან ზრუნავდა. წყვილი სამეფო ვალდებულებებისგან 31 მარტიდან თავისუფლდება.