დუშეთში, სოფელ ჭოპორტში კაცმა ოჯახის წევრები მოკლა. მომხდარის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. მათივე ინფორმაციით, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი დადგენილია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები მის დასაკავებლად.

გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა საკუთარი დედა და და სანადირო თოფით მოკლა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ვ" და მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრებისა და ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს, რაც 16-დან 20 წლამდე და ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთით ისჯება.