გაერო-ს გენერალური მდივანი მხარეებს იდლიბში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს
გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტიერეში, სირიის ჩრდილო-დასავლეთში, იდლიბის პროვინციაში ვითარების ესკალაციის გამო, შეშფოთებას გამოთქვამს და მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ გაეროს პრესსპიკერის განცხადებაშია ნათქვამი.
"გენერალური მდივანი უაღრესად შეშფოთებული ადევნებს თვალს სირიის ჩრდილო-დასავლეთში სიტუაციის ესკალაციას და ავიაიერიშის შედეგად დაღუპული ათობით თურქი ჯარისკაცის შესახებ ინფორმაციას. გენერალური მდივანი აგრძელებს მოწოდებას ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ და განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოთქვამს იმ საფრთხის გამო, რაც სამხედრო მოქმედებების ესკალაციის შედეგად მშვიდობიან მოსახლეობას ემუქრება", — ნათქვამია განცხადებაში.
სირიის ჩრდილო-დასავლეთში, იდლიბის პროვინციაში მომხდარი საჰაერო თავდასხმის შედეგად მინიმუმ 33 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს. სხვა წყაროებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაშავებულების რაოდენობა უფრო მეტია.
თურქეთის ოფიციალური პირების განცხადებით, თავდასხმა სირიის სამთავრობო ძალებმა განახორციელეს. მათივე თქმით, რუსული რეაქტიული თვითმფრინავები წინა კვირის განმავლობაში ამ რეგიონში მიმდინარე თავდასხმებში იყვნენ ჩართულნი.
თურქული მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ხუთშაბათს ღამით ანკარაში საგანგებო შეხვედრა გამართა. შეხვედრის შემდეგ თურქეთის ძალები სირიის წინააღმდეგ დაპირისპირებაში ჩაერთვნენ.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები