რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ირწმუნება, რომ მას უსაფრთხოების მიზნით ორეულის გამოყენება შესთავაზეს, თუმცა მან უარი თქვა. მისივე თქმით, გეგმა მას 2000-იანების დასაწყისში შესთავაზეს, როდესაც ჩეჩნეთში ტერორიზმს ებრძოდნენ.

67 წლის პუტინი რუსეთის ხელისუფლების სათავეში 1999 წლიდანაა და ამ ხნის განმავლობაში მისი ორეულების არსებობის შესახებ არაერთი თეორია გავრცელდა.

ორეულების შესახებ პუტინმა სახელისუფლებო გამოცემა TASS-სთან ისაუბრა. ჟურნალისტ ანდრე ვანდენკოს თქმით, "პუტინის ორეულსა" და "პუტინის ორეულის მტკიცებულებას" ინტერნეტში ძალიან ხშირად ეძებენ.