კორონავირუსზე საუბრის დროს ინდონეზიის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ვირუსის არც ერთი დადასტურებულ შემთხვევა "ყოვლისშემძლის წყალობაა".

ინდონეზიაში, რომლის მოსახლეობა 260 მილიონს აღწევს, კორონავირუსის შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა, თუმცაღა მათი მოქალაქეები დაავადდნენ ქვეყნის გარეთ, მათ შორის საკრუიზო ლაინერ Diamond Princess-ზე.

ჯანდაცვის მინისტრმა, თერევან აგუს პუტრანტომ განაცხადა, რომ 134 ტესტი აიღეს და მათგან ყველა უარყოფითია.

"თუ ამ დრომდე ყველა [ტესტი] უარყოფითია, ეს ყოვლისშემძლის წყალობაა", — აღნიშნა მინისტრმა.

ამ კვირაში ინდონეზიაში კორონავირუსის მსგავსი სიმპტომებით ორი ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა ხელისუფლებაში ამბობენ, რომ მათ ვირუსი არ აღმოაჩნდათ.