გახარია: პარტნიორები იდეალურად ხედავენ ვინ უფრო მოტივირებულია კონსენსუსის მიღწევისთვის
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით სტრატეგიული პარტნიორები "იდეალურად ხედავენ" ვინ არის მოტივირებული კონსენსუსის მიღწევისთვის.
"დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საერთაშორისო მეგობრები, სტრატეგიული პარტნიორები იდეალურად ხედავენ ვის რა ფუნქცია აქვს, ვინ რას აკეთებს, ვინ უფრო მოტივირებულია, მსგავსი კონსენსუსისა და შედეგის მიღწევისთვის", — აღნიშნა გახარიამ.
გახარიას განცხადებით, მთავრობას კომუნიკაციის პრობლემა არ აქვს.
"მოდით ასე მოვიქცეთ, ყველანაირი პოლიტიკური შეთანხმება შეიძლება ეყრდნობოდეს მხოლოდ და მხოლოდ კონსენსუსს. კონსენსუსი არის შედეგი ყველა მხარის მიერ პატარა-პატარა რაღაცების დათმობის. ეს პროცესია. დარწმუნებული ვარ, რომ ყველას ეყოფა პასუხისმგებლობა იმისთვის, რომ თავიანთი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ქვეყანა არ დააყენონ რისკის ქვეშ", — აღნიშნა გახარიამ.
პარტია ახალი საქართველოს ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, ქართულმა ოცნებამ ოპოზიციას მანდატების ახალი გადანაწილება შესთავაზა, რაც 110 პროპორციულ და 40 მაჟორიტარულ მანდატს გულისხმობს. ამის შესახებ ვაშაძემ, ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის რეზიდენციაში მიმდინარე შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა. როგორც ვაშაძემ თქვა, ახალი შეთავაზება უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ გააჟღერა.
აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს ირაკლი კობახიძე. მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრა მოლაპარაკების ფორმატის არ ყოფილა და შესაბამისად, არც შეთავაზებები გაჟღერებულა.
ამავე დროს, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ქართული ოცნება მზადაა, ოპოზიციასთან საარჩევნო სისტემის ისეთ მექანიზმზე შეთანხმდეს, რომელიც 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პოლიტიკურ ძალას მთავრობის დაკომპლექტების საშუალებას არ მისცემს.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები