დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001

საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, დაინფიცირებული არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც იტალიაში მოგზაურობდა. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ამჟამად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"დაკვირვების ქვეშ არის 29 მოქალაქე აქედან მაღალი ალბათობით ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ 24 მათგანის ანალიზის კვლევა მიმდინარეობს ლუგარის ლაბორატორიაში. არ გამოვრიცხავ, რომ კიდევ გვქონდეს კორონავირუსის შემთხვევა. მაგრამ ჩვენ ამან არ უნდა დაგვაფრთხოს", — განაცხადა გამყრელიძემ.

26 თებერვალს საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან საქართველოში შემოვიდა. მინისტრის თქმით, ის საბაჟოდან პირდაპირ ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს და სხვა ადამიანებთან შეხება არ ჰქონია. მისივე თქმით, მებაჟეები, რომლებმაც ის შეამოწმეს, პრევენციისთვის, კარანტინში მოთავსდებიან.

გაიგეთ მეტი კორონავირუსის პრევენციის შესახებ: