დიდი გული და ძლიერი ხელები — ასე ახასიათებენ ესტონეთში მატრიარქატულ კუნძულზე მცხოვრებ ქალებს.

კიჰნუ და მანიჯა ბალტიის ზღვაში მდებარეობს. ეს ორი კუნძული ევროპის ერთადერთი ადგილია, სადაც მატრიარქატია დამყარებული. მოხუცი ქალები ყველაფერს თავად უმკლავდებიან, რადგან მათი ქმრები ადგილზე ხშირად არ არიან.

ქალებს ფოტოგრაფი ენ ჰელეინ იალსტე წლების განმავლობაში ეცნობოდა და მათ შესახებ პროექტი გამოაქვეყნა, სახელად დიდი გული და ძლიერი ხელები.

ლოჰუ ელა, 2005 წელი

ფოტო: Anne Helene Gjelstad

ლოჰუ ელა კუნძულის ყველაზე დაფასებული ოსტატია. ის მუდამ კეთილი და მომღიმარია. ყველაზე მეტ დროს კუნძულის სტუმრები სწორედ მასთან ატარებენ. ლოჰუ ელა ხელნაკეთ ნივთებს ამზადებს და მისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება კუნძულის ჩაცმის კულტურაზე, კერვის ხელოვნებაზე და იმაზე, თუ რას იცვამენ ადგილობრივი ქალები ძილის დროს. ერთ-ერთ სტუმარს ლოჰუმ საკუთარი ხელით კიჰნუს ტრადიციული სამოსიც კი შეუკერა.

საუნდი მენი, 2010 წელი

ფოტო: Anne Helene Gjelstad

ეს ქალი საოჯახო სასაფლაოზე დიდ დროს ატარებს: "მალე მათთან წავალ", — უთხრა მან რეპორტიორს. საუნდი მზადაა თავის პატარა ფერმაში სტუმრები ნებისმიერ დროს მიიღოს, თუმცა კომუნიკაციას ძირითადად ჟესტებით ახერხებს. მძიმე ცხოვრებამ თავისი კვალი დაამჩნია — როდესაც ახალგაზრდა იყო, რუსეთის რეჟიმის დროს იძულებული გახდა ტყეში, პატარა შვილთან ერთად ემუშავა. ერთ-ერთ ასეთ დღეს ბავშვს თავში ხე დაეცა.

ვატრა ჰელიუ, 2008 წელი

ფოტო: Anne Helene Gjelstad

ვატრას მარტივი სურვილი ჰქონდა — საყვარელ ძროხასთან ერთად ფოტო გადაეღო. მისი შინაური ცხოველები ცნობისმოყვარეები და გონიერები არიან.

ჯარსმაი ვერვა, 2008 წელი

ფოტო: Anne Helene Gjelstad

ჯარსმაი ხშირად გამოდის ტელევიზორში. 81 წლის ასაკში მან ოცნება აიხდინა და პარაშუტით გადმოხტა. რადგან ის ძალიან საყვარელი და თბილია, ბევრ ტურისტს უნდა რომ პირადად გაიცნოს. სოფლის მოსახლეები, ცნობისმოყვარეებს ზოგჯერ არასწორ გზას ასწავლიან, რომ ვინმემ მოხუც ქალს სიმყუდროვე არ დაურღვიოს.

2013 წელი

ფოტო: Anne Helene Gjelstad

ჯარსმაის კატები მთელი ცხოვრების განმავლობაში უყვარდა, ზუსტად თვითონაც არ იცის სულ რამდენი კატა ჰყავს შეფარებული. კეთილ მოხუცს ხშირად მეზობლის კატებიც კი აკითხავენ ხოლმე. ამჟამად მას ორი ძაღლი და ერთი ცხენი ყავს, რომლებიც ფერმაში თავისუფლად დაკუნტრუშობენ. რამდენიმე წლის წინ ჯარსმაის თხაც ყავდა, რომელიც წყალს პირდაპირ ფინჯნიდან სვამდა. ჯარსმაი დარწმუნებულია, რომ ახალი მოწველილი თხის რძე ყველაზე გემრიელია.

რილკა ენი, 2011 წელი

ფოტო: Anne Helene Gjelstad

ესტონელი ქალის ცხოვრებაზე ეს ფოტო ამბავს ყვება, ყველაზე შესამჩნევი მისი ძლიერი ხელებია.

ფოტოგრაფმა ასევე კუნძულის ყოველდღიური ცხოვრება გადაიღო — ქალების საყოფაცხოვრებო ნივთები, ტანსაცმელი, სამზარეულო და გარშემორტყმული ბუნება.

ფოტო: Anne Helene Gjelstad

ფოტო: Anne Helene Gjelstad

ოია ენი, 2010 წელი

ფოტო: Anne Helene Gjelstad

ინტერვიუში ქალები საკუთარ ცხოვრებაზე, გასაჭირზე და დანაკარგზე წუხან. როდესაც მომავალზე ჩამოვარდება ლაპარაკი, გასაგები ხდება როგორ ჩამოაყალიბეს მათ უნიკალური კულტურა და მკაცრი პირობების მიუხედავად, გადარჩენა შეძლეს.

ნიმი მარი, 2008 წელი

ფოტო: Anne Helene Gjelstad

საბჭოთა რეჟიმში ქალებს სირთულეების გადალახვა უწევდათ კულტურის შესანარჩუნებლად. იმ საზოგადოებაში, რომელიც მუდმივად მიილტვის დასავლური ცივილიზაციისკენ, კუნძულის მაცხოვრებელი ქალები ჩაკლულ ხმებს წარმოადგენენ, სადაც დროის მსვლელობა მათ ყოფას ვერაფერს აკლებს.

კოკსი ლიდა, 2008 წელი

ფოტო: Anne Helene Gjelstad

ფოტო მისი გარდაცვალებიდან ორ საათშია გადაღებული. ჭირისუფლებს ლურჯ ფერებში აცვიათ. ისინი კუბოს გარშემო ჩუმად ლოცულობენ, ტირიან და მღერიან.

ოთახში გარდაცვლილისთვის პატივის მისაგებად კაცები გარკვეული დროის შემდეგ შევიდნენ, რის შემდეგაც კუბოს თავი დაახურეს და კოკსი ლიდა უკანასკნელ გზაზე გააცილეს. დაკრძალვის შემდეგ, ტრადიციული ვახშამი გაიმართა. ეზოში მისი ორი ვაჟი და ადგილობრივი კაცები არაყს სვამენ და საუბრობენ.

კიჰნუს სასაფლაო, 2012 წელი

ფოტო: Anne Helene Gjelstad

ტილი ალმა, 2008 წელი

ფოტო: Anne Helene Gjelstad

საუნდი მენი, 2010 წელი

ფოტო: Anne Helene Gjelstad

მანიჯას კუნძული

ფოტო: Anne Helene Gjelstad

გაინტერესებს, სად უნდა იპოვო ყველზე იაფი ავიაბილეთები? Aviabiletebi.org სწორედ ამისთვის შექმნილი პლატფორმაა. მისი აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ანდროიდის, ისე iOS სისტემისთვის საშუალებას გაძლევთ, ბილეთების გარდა, ერთ სივრცეში მოძებნოთ სასტუმროებიც, ჰოსტელებიც და Airbnb-ის ბინებიც.