უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ქართული ოცნება მზადაა, ოპოზიციასთან საარჩევნო სისტემის ისეთ მექანიზმზე შეთანხმდეს, რომელიც 40%-ზე ნაკლენი მხარდაჭერის მქონე პოლიტიკურ ძალას მთავრობის დაკომპლექტების საშუალებას არ მისცემს.

"ცალკე აღებული რომელიმე მოდელზე 110/40-ზე, 100/50-ზე და ა.შ. არ ყოფილა საუბარი. მმართველი გუნდი, ქართული ოცნება მზად არის ის წუხილები, რომელიც შეეხება 40%-ზე ქვევით რეიტინგის არსებობის შემთხვევაში მთავრობის დაკომპლექტების შესაძლებლობას, ეს წუხილი მოვუხსნათ და ისეთ მექანიზმზე ვილაპარაკოთ, რომელიც ყველა ვარიანტში ამას გამორიცხავს. დათქმას და ამ პრინციპზე თუ ვსაუბრობთ, მაშინ ჩვენი მზაობა ნიშნავს იმას, რომ შეთანხმება უნდა შედგეს", — განაცხადა მდინარაძემ.