Google-მა ამერიკის მთავრობას თხოვნით მიმართა — როგორც ჩანს, ამერიკისა და ჩინეთის საბაზრო ომი არც მათთვის აღმოჩნდა მომგებიანი და სწორედ ამიტომ, ისინი ვაშინგტონს ჰუავეისათვის გამონაკლისის დაშვებას სთხოვენ. უფრო კონკრეტულად კი გუგლს სურს, რომ ჰუავეიმ ისევ შეძლოს მისი GMS სერვისების გამოყენება.

როგორც ვიცით, 2019 წლის მაისიდან, ჰუავეისათვის შეზღუდვები მოქმედებს და თუ გუგლის მოთხოვნა დაკმაყოფილდება, ჩინური მწარმოებელი ისევ შეძლებს ისეთი სერვისების გამოყენებას, როგორიცაა Play Store, Maps, Photos, YouTube და Gmail.

ჯერჯერობით Microsoft ერთადერთი კომპანიაა, რომელსაც ჰუავეისთან მუშაობის უფლება ისევ აქვს. მსგავსი ლიცენზიის მოპოვების სურვილი აქვს გუგლსაც.

Huawei GMS-ის მსგავსი ეკოსისტემის შექმნაზე უკვე მუშაობს, თუმცა HMS სერვისები მომხმარებელთა მოთხოვნებს სათანადოდ ვერ პასუხობს, ამიტომ GMS-ის სრულფასოვნად ჩანაცვლება ჯერ ვერ ხერხდება.

ზოგიერთმა მომხმარებელმა გუგლის სერვისების აღდგენა არაოფიციალური ხერხებითაც შეძლო, თუმცა გუგლი გვაფრთხილებს, რომ ამგვარი ქმედება თქვენს პირად მონაცემებს საფრთხის ქვეშ აყენებს, ვინაიდან ჰაკერებს შეუძლიათ შექმნან აპლიკაციების დუბლიკატები და შეცდომაში შეიყვანონ ნებისმიერი ადამიანი.

როდის, ან საერთოდ, მიიღებს, თუ არა გუგლი უფლებას, გააგრძელოს მუშაობა ჰუავეისთან, ჯერჯერობით უცნობია.