ახალი კორონავირუსი Covid-19 გლობალურად გავრცელდა. კორონავირუსი გავრცელებულია ყველა კონტინენტზე ანტარქტიდის გარდა.

პირველი შემთხვევა ჯერ დეკემბერში დაფიქსირდა. ამ დრომდე კორონავირუსის შედეგად 2 800 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან უმრავლესობა ჩინეთის პროვინცია ჰუბეიში დაფიქსირდა, რომელიც ახალი ვირუსის ეპიცენტრი გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ ვირუსით უკვე 82 ათასი ადამიანია დაინფიცირებული, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მის გავრცელებას პანდემიას არ უწოდებს.

Covid-19 50-მდე ქვეყანაშია გავრცელებული. კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ქვეყნები სხვადასხვა ზომას იღებენ, ჰიგიენის დაცვის რეკომენდაციით დაწყებული, მოქალაქეების იზოლაციითა და საზღვრების ჩაკეტვით დამთავრებული.

პეკინში მოქალაქეები მხოლოდ პირბადეებით გამოდიან, თუმცა ბევრი სახლში დარჩენას ამჯობინებს

ფოტო: Getty Images

ტაქსიში ჩაჯდომამდე ბავშვს პოლიეთილენის პარკი გადააფარეს

უხანში დედა შვილს ქუჩაში სიცხეს უზომავს

ფოტო: Getty Images

იაპონიაში დეზინფექციას უტარებენ სასტუმრო Hotel Mikazuki-ს ნომერს, სადაც უხანიდან ევაკუირებული იაპონელები ცხოვრობდნენ

ფოტო: AP

სეულის ერთ-ერთ მაღაზიაში დეზინფექციას ატარებენ

პეკინის ცარიელ ქუჩაში კაცს დამცავი სათვალეები, ნიღაბი და სპეციალური საწვიმარი აცვია

ფოტო: Getty Images

სეულში, ავტობუსის სადგურის საპირფარეშოში დეზინფექციას ატარებენ

თეირანში დეზინფექცია ჩაუტარეს მეტროსადგურის მატარებლებს

ფოტო: Getty Images

"დროებითი დედები", იგივე ექთნები აჭმევენ ბავშვს, რომლის დედასა და ოჯახის ყველა ზრდასრულ წევრს კორონავირუსი დაუდგინა

ფოტო: Getty Images

ბავშვთა საავადმყოფოში უხანელმა ექიმმა დამცავი ტანსაცმლის ზურგი მოიხატა

სუმოისტები ქალაქ ოსაკაში, სადაც ტურნირი 8 მარტს უნდა დაიწყო

ფოტო: AP