29 თებერვალზე ფიქრისას, ალბათ, ყველას ის “უიღბლო” ადამიანები გვახსენდება, ვისაც ოთხ წელიწადში ერთხელ, სწორედ ამ დღეს უწევს ნამდვილი დაბადების დღის აღნიშვნა. თუმცა, ამ თარიღს სასიამოვნო უცნაურობებიც უკავშირდება. მაგალითად, ირლანდიური ლეგენდის მიხედვით, 29 თებერვალს “ტრადიციები” თავდაყირა დგება და ქალებს შეუძლიათ საყვარელ მამაკაცებს ხელი სთხოვონ. გერმანიაში კი გოგონები თავიანთი "ქრაშების" სახლთან ბანტებით გაფორმებულ დეკორატიულ ხეებს ტოვებენ.

29 თებერვალი განსაკუთრებული დღეა ალტასთვისაც. ამ დღეს აღწევს პიკს 10 თებერვალს დაწყებული "სიყვარულის სეზონი", რომლის ფარგლებშიც ალტა მომხმარებლებს გამორჩეულ ფასდაკლებებს, საჩუქრებს და დაუვიწყარ ემოციებს ჰპირდება. ასე რომ, თუ იმ იშვიათ ადამიანებს შორის არ ხართ, ვინც 29 თებერვალს დაბადების დღის გრანდიოზული წვეულებისთვის ემზადება, ან ირლანდიურ ტრადიციებს არ მისდევთ და ნიშნობას არ გეგმავთ, მაშინ აუცილებლად უნდა დაიჭიროთ თადარიგი მარტის დღესასწაულებისთვის და ალტას ესტუმროთ. ამ დღეს ტექნიკას არა მხოლოდ ხელმისაწვდომ ფასად შეიძენთ, არამედ, საჩუქრებით დატვირთულიც დაბრუნდებით სახლში.

თუმცა, თუ მაინცდამაინც 29 თებერვლისთვის გადადეთ ყველა მნიშვნელოვანი საქმე და დრო აღარ გრჩებათ, 28 თებერვალსაც შეძლებთ ალტას ფასდაკლებებით სარგებლობას. რაც მთავარია, კამპანია აქ არ მთავრდება — ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა. ალტაში "სიყვარულის სეზონი" 10 მარტამდე გრძელდება. 3 და 8 მარტს აქ განსაკუთრებულად დაბალი ფასების დღესასწაული მოეწყობა, საჩუქრების სეზონი კი კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში შევა.

ფოტო: ალტა

მოემზადეთ დადებითი ემოციების გაზიარებისთვის. როგორც ამბობენ, ამ დღეებში ალტაში არნახულად დაბალი ფასებია, საჩუქრების სია კი — უსასრულო: მტვერსასრუტები, ყურსასმენები, ლეპტოპის ჩანთები და სხვა უამრავი ნივთი სასაჩუქრე ყუთებსა და ქაღალდებში შესაფუთად ემზადება. აქციის ფარგლებში, ერთად შეძენილ მაცივარსა და გაზქურას საჩუქრად ჭურჭლის სარეცხი მანქანა მოჰყვება, ხოლო თუ გადაწყვიტეთ საყვარელ ადამიანს Iphone 11 Pro უსახსოვროთ, ალტასგან საჩუქრად ეარპოდებს მიიღებთ.

ასე რომ, სჯობს დაივიწყოთ ყვავილები, შოკოლადები ან არაპრაქტიკული სუვენირები, რომლებიც წლობით იმტვერება კარადებში. თქვენი ემოციების, გრძნობების გამოსახატად ხარისხიანი ტექნიკის ჩუქება საუკეთესო იდეაა, ალტას "სიყვარულის სეზონი" კი — ყველაზე კარგი დრო ამისთვის.