სამხრეთის კარიბჭის ინფორმაციით, სოფელ მოხეს სადავო შენობის წარმომავლობის შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, მოხეში, სოფლის ცენტრში მდგარი სადავო შენობა არცერთ მხარეს არ გადაეცემა.

გამოცემა კულუტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღანელის ნიკა ანთიძის ინფორმაციით წერს, რომ კომისიას ორი ვერსია აქვს, რომელსაც მუსლიმებს შესთავაზებენ. პირველი: სახელმწიფო შეიყიდის იმ შენობას, რომელშიც მუსლიმები აქამდე ლოცულობდნენ და მას გადასცემს მუსლიმებს, და მეორე: სახელმწიფო სოფელ მოხეში შეისყიდის მიწას და იმ მიწაზე მუსლიმებს აუშენებს სალოცავს.

ნიკა ანთიძის განმარტებით, ამ ვერსიებს დაეთანხმნენ კომისიის წევრი მუსლიმებიც და მართლმადიდებლებიც. ახლა ამ ვერსიებს ადგილობრივ მუსლიმებს შესთავაზებენ, გადაწყვეტილება ადგილობრივებმა უნდა მიიღონ.

შეგახსენებთ, დღეს, 3 ნოემბერს, სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, სოფელ მოხეს სადავო შენობის წარმომავლობის დამდგენი კომისიის სხდომა მიმდინარეობდა. სხდომა მედიისთვის დახურული იყო.