ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, კორონავირუსის გამო საქართველოში შექმნილი მღელვარების მსგავსი 2008 წლის ომის დროსაც არ იყო. მისი თქმით, მაშინ იყო ნდობა და ახლა არ არის ნდობა.

"მშვენივრად მესმის იმ ხალხის, ვინც ახლა ძალიან შეშფოთებულია. მათ შორის ის, ვინც იმარაგებს პროდუქტებს. ხალხი არ ენდობა სისტემას, იმიტომ რომ სულ სხვა რეაქცია ჰქონდა ხალხს, მაგალითად, 2008 წლის ომის დროს. ომის ცხელი ხაზის დროსაც კი არ ხდებოდა ასეთი რამე. ნდობა რომ არ არის, ამას აქვს თავისი მიზეზები. საზღვრის დახურვა საქართველოს ვაი ხელისუფლემ დაიგვიანა მინიმუმ ერთი კვირით", — ამბობს მიხრილ სააკაშვილის ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

26 თებერვალს საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან საქართველოში შემოვიდა. მინისტრის თქმით, ის საბაჟოდან პირდაპირ ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს და სხვა ადამიანებთან შეხება არ ჰქონია. მისივე თქმით, მებაჟეები, რომლებმაც ის შეამოწმეს, პრევენციისთვის, კარანტინში მოთავსდებიან.

გაიგეთ მეტი კორონავირუსის პრევენციის შესახებ: