10 საინტერესო ფაქტი შექსპირის შესახებ
400 წელზე მეტი გავიდა მსოფლიოში ყველაზე სახელგანთქმული დრამატურგის, უილიამ შექსპირის გარდაცვალებიდან, მაგრამ მის შესახებ კაცობრიობამ დღემდე ბევრი რამ არ იცის.
არ აქვს მნიშვნელობა გიყვართ თუ არა პოეზია, დრამატურგია თუ თეატრი, შექსპირის შესახებ აუცილებლად გეცოდინებათ რაღაც, თუმცა კარგად თუ დაფიქრდებით, ეს ცოდნა მისი პიროვნების შესახებ ძალიან მწირია.
თუმცა ამის გამო თავს ნუ დაიდანაშაულებთ, რადგან, მართალია შექსპირმა უდიდესი გავლენა იქონია ხელოვნების მრავალი დარგის შემდგომ განვითარებაზე, მაგრამ მისი პიროვნების შესახებ ხშირად ურთიერთგამომრიცხავი ცნობები გვაქვს, რომელთა ნაწილზე ახლა გესაუბრებით.
1. არავინ იცის, ზუსტად როდის დაიბადა შექსპირი
დაზუსტებული ცნობა მისი დაბადების თარიღის შესახებ არ შემორჩენილა, თუმცა არსებობს მისი ნათლობის დამადასტურებელი ჩანაწერი — 1564 წლის 26 აპრილი. შესაბამისად, ის ამ თარიღამდე რამდენიმე დღით ადრე უნდა დაბადებულიყო, რადგან იმ პერიოდის ინგლისში ახალშობილს სწორედ დაბადებიდან რამდენიმე დღეში ნათლავდნენ ეკლესიაში.
2. შექსპირის მამა ლუდის დეგუსტატორი იყო
შექსპირის მამა, ჯონ შექსპირი მეხელთათმანე, ფერმერი და ამავდროულად ქალაქში ლუდის ხარისხის შემფასებელი იყო: 1552 წელს აირჩიეს ის ამ თანამდებობაზე და მას ადგილობრივი სტანდარტების მიხედვით უნდა შეემოწმებინა, თუ რამდენად შეესაბამებოდა ლუდის ხარისხი მის ფასს.
3. შექსპირმა ახალგაზრდა ასაკში მასზე უფროსი ქალი შეირთო ცოლად
1582 წელს, როცა შექსპირი 18 წლის იყო, იქორწინა ფერმერის შვილზე, ენ ჰეთუეიზე, რომელიც მაშინ 26 წლის იყო. იმ პერიოდში ეს გადაწყვეტილება საკმაოდ მიუღებლად ჩაითვლებოდა, თანაც, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჰეთუეი დაქორწინებამდე იყო ფეხმძიმედ: პირველი შვილი, სუზანა ქორწინებიდან 6 თვეში დაიბადა.
4. დღეს შექსპირის არცერთი შთამომავალია ცოცხალი
შექსპირის უფროს შვილს, სუზანას ერთი შვილი, ელიზაბეტი ჰყავდა, რომელმაც ორჯერ იქორწინა, თუმცა შთამომავალი არ ჰყოლია. შექსპირის მეორე შვილს, ჯუდიტს სამი ვაჟი ჰყავდა, რომლებიც მანამდე დაიღუპნენ, სანამ შვილი ეყოლებოდათ, ამიტომაც დღესდღეობით შექსპირის არცერთი პირდაპირი შთამომავალია ცოცხალი.
5. მის ბიოგრაფიაში ბევრი "ჩავარდნაა"
მიუხედავად იმისა, რომ შექსპირის ბიოგრაფიას უამრავი ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში შეისწავლიდა, მის ცხოვრებაში არსებობს ორი ეტაპი, როცა მის შესახებ არაფერი ვიცით: 1578-1582 და 1585-1592 წლები. მისი ცხოვრების ამ მონაკვეთებს ხშირად "დაკარგულ წლებად" მოიხსენიებენ, რადგან მისი საქმიანობის შესახებ არანაირი ცნობები არ მოიპოვება.
6. მისი ოჯახის წევრების უმეტესობა წერა-კითხვის უცოდინარი იყო
დაუჯერებლად შეიძლება მოგეჩვენოთ, თუმცა ვარაუდობენ, რომ შექსპირის მშობლებს განათლება არ ჰქონდათ მიღებული და წერა-კითხვა არ იცოდნენ. ასევე ვარაუდობენ, რომ მსგავსი განათლება არ ჰქონდათ მიღებული შექსპირის ცოლსა და შვილებსაც.
7. შექსპირმა ინგლისური ენის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა
შექსპირისა და მისი პიესების დამსახურებაა, რომ ყოველდღიურ ინგლისურ სასაუბრო ენაში დამკვიდრდა 3 000-ზე მეტი სიტყვა და ასევე ისეთი ფრაზები, როგორებიცაა "სიყვარული ბრმაა", "ყინული გაალღვო" და ასე შემდეგ.
8. შესაძლოა, მის სახელს არასწორად წარმოვთქვამთ
დღემდე შემორჩენილ სხვადასხვა წყაროზე შექსპირის სახელი განსხვავებული ფორმითაც გვხვდება, მაგალითად: Shaxberd ან Shappere. მკვლევრების ნაწილის აზრით, არსებობს ალბათობა, რომ მის სახელს ამდენი ხნის განმავლობაში არასწორად წარმოვთქვამდით.
9. შექსპირის საფლავის ეპიტაფია ერთგვარი წყევლაა
იმის გამო, რომ წარსულში საფლავების ძარცვა გავრცელებული მოვლენა იყო, შექსპირმა თავისი საფლავის ქვისთვის მსგავსი ეპიტაფია დატოვა:
"გთხოვ, მეგობარო, ღვთის გულისათვის,
არ გაეკარო ნეშტს იმ კაცისა,
ამ საფლავში ღრმად რომ მარხია,
ვინც დაინდოს ეს ცივი ქვა, მან გაიხაროს,
წყეულიმც იყოს ის, ვინც გაბედა და შეარხია".
10. არსებობს ვარაუდი, რომ შექსპირი არ არსებობდა
მკვლევრების მიერ გამოთქმულ მრავალ მოსაზრებას შორის, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ხმაურიანი ვერსიის მიხედვით, მთელ სამყაროში ცნობილი ათეულობით პიესა თუ პოემა სულაც არ დაუწერია კაცს, სახელად უილიამ შექსპირს. სხვადასხვა კანდიდატებს შორის ყველაზე ხშირად ვარაუდობენ, რომ ეს სინამდვილეში ინგლისელი ფილოსოფოსის, ფრენსის ბეკონის ფსევდონიმი იყო.
უილიამ შექსპირის საკულტო ნაწარმოები — ჰამლეტი ქართულ ენაზე ხელახლა ითარგმნა, რომლის შესახებაც მთავარი არხის გადაცემაში შუადღე ვრცლად ისაუბრეს.
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
-
გადახედვაპუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს პუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს
-
-
გადახედვანაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა ნაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
კომენტარები