ამერიკის შეერთებული შტატები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს გაფართოებაში და შესაძლებლობების გაზრდაში დაეხმარება. ამის შესახებ ინფორმაცია საელჩომ გაავრცელა.

საერთო მემორანდუმს ხელი აშშ-სა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას შორის მოეწერა. USAID Georgia-ს მეშვეობით ამერიკა ხელს შეუწყობს აეროპორტს მარკეტინგის განვითარებას, შემოსავლების ზრდასა და თანამშრომლების გადამზადებას.