ცნობილი საშინელებათა ჟანრის სატელევიზიო შოუს, American Horror Story-ის ერთგული მაყურებლები მოუთმენლად ელიან ახალი სეზონის გამოსვლას, რომლის შესახებაც აქამდე ძალიან მწირი ინფორმაცია იყო გავრცელებული.

სულ ცოტა ხნის წინ კი შოუს შემქმნელმა, რაიან მერფიმ თავის ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომლითაც მომავალი სეზონის სამსახიობო გუნდი დააანონსა:

View this post on Instagram

#AHSSeason10

A post shared by Ryan Murphy (@mrrpmurphy) on

მეათე სეზონის მთავარი სიახლე მაკოლეი კალკინის გამოჩენაა: Home Alone-ის სახელით ცნობილი საკულტო ფილმების სერიის მსახიობს ახალ სეზონში ვიხილავთ.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა American Horror Story-ში ნაცნობ მსახიობებთან ერთად ახალი სახეებიც ჩნდებიან: სხვადასხვა დროს შოუში გვიხილავს ლედი გაგა, ნაომი კემპბელი, ნილ პატრიკ ჰარისი და სხვა.

ერთი თვის წინ სარა პოლსონმა დაადასტურა, რომ მეათე სეზონში კვლავ დაბრუნდებოდა. აღსანიშნავია, რომ მასთან ერთად ბრუნდებიან ამ შოუს ერთგული მაყურებლებისთვის ისეთი ნაცნობი სახეებიც, როგორებიც არიან ივან პეტერსი, კეტი ბეიტსი და ლილი რეიბი.

სარა პოლსონი, მაკოლეი კალკინი და ლილი რეიბი.

ფოტო: RACHEL LUNA/FILMMAGIC; AXELLE/BAUER-GRIFFIN/FILMMAGIC

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა თემატიკაზე იქნება ახალი სეზონი ან როდის შედგება მისი პრემიერა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ სამსახიობო გუნდს, რომლის ერთად ნახვაც გველოდება, დარწმუნებულები შეგვიძლია ვიყოთ, რომ მალე კიდევ ერთ საინტერესო და ამავდროულად შემზარავ სანახაობას ვიხილავთ.