ყველასთვის კარგად ნაცნობი ფაქტია, რომ ახალგაზრდები დედებთან, ბებიებთან, დეიდებთან და მამიდებთან ერთად მცირე დროს ატარებენ და თანაც — არცთუ ისე სახალისოდ.

ამ რეალობის გამოსასწორებლად, ზუმერმა საგაზაფხულო კამპანია დაიწყო და ახალგაზრდებს მოუწოდებს, ნათესავები, უფროსი თაობის ქალები გასართობ აქტივობებში აიყოლიონ. ყველაზე სახალისო ვიდეოების ავტორები კი, ზუმერული პრიზებით დასაჩუქრდებიან.

კამპანიას გამოწვევების ფორმატი აქვს და 8 მარტამდე გაგრძელდება.

კამპანიის ფარგლებში, ზუმერის Facebook გვერდზე გამოქვეყნდება გამოწვევების შინაარსი, ახალგაზრდებს კი რამდენიმე დღე ექნებათ დავალების შესასრულებლად. გადაღებული ვიდეო კი უნდა გამოაქვეყნონ სოციალურ ქსელებში ჰეშთეგებით: #აიყოლიე, #რასელოდები? და დათაგონ ზუმერის ექაუნთები პლატფორმების შესაბამისად.

როგორც ზუმერში აცხადებენ, შეფასების კრიტერიუმი მხოლოდ და მხოლოდ სიხალისე და "ზუმერულობაა".

გამარჯვებულებს გამოავლენს და კუთვნილ საჩუქრებს გადასცემს თვით ზუმერის ადმინი!

პირველი გამოწვევა კი კორონა ვირუსზე რჩევებს შეეხება:

გამოწვევა მიღებულია:

მაშ ასე:

აიყოლიე უფროსი თაობის წარმომადგენელი ქალი, ზუმერის სიმღერის თანხლებით წაიმღერეთ და სახალისო მოძრაობებით აუხსენით სხვებსაც, როგორ შეიძლება დავიცვათ თავი კორონა ვირუსისგან და გადაიღე ვიდეო.

სიმღერის ბმული YouTube-ზე

სიმღერის ბმული TikTok-ზე

სიმღერის ბმული Facebook-ზე

პირველი გამოწვევის მისაღებად და საპასუხო ვიდეოს დასადებად დრო პირველი მარტის ღამის 12 სთ-მდე გაქვს.

პირველი გამოწვევის პრიზები კი ასე გამოიყურება:

I ადგილი — Marshall Acton ll

II ადგილი — Apple AirPods 2 With Charging Case

III ადგილი — Marshall Monitor

პირველი გამოწვევის გამარჯვებულებს ზუმერის ადმინი გამოავლენს ორშაბათს, 2 მარტს, დილით და ახალ ჩელენჯშიც გამოგიწვევთ.