რისკის ზონებიდან მომავალი მოქალაქეების კარანტინში მოსათავსებლად საკმარისი ადგილები გვაქვს — ეკატერინე ტიკარაძე
ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში საკმარისი ადგილებია იმისთვის, რათა მოქალაქეები, რომელთაც კონტაქტი ჰქონდათ კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანებთან და მაღალი რისკის ზონებიდან მოდიან, კარანტინში მოათავსონ. ამის შესახებ მინისტრმა დღეს, 27 თებერვალს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, კორონავირუსისთვის საავადმყოფებია მობილიზებულია: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. როგორც ტიკარაძე ამბობს, ამ ეტაპისთვის კორონავირუსის ფართო გავრცელებისა და ეპიდემიის რისკი არ არსებობს.
"გუშინდელ დღემდე არ დაფიქსირებულა კორონავირუსის არცერთი ფაქტი საქართველოში და ის ფაქტი, რომელიც დაფიქსირდა იყო დროულად აღმოჩენილი, რამაც მოგვცა ჩვენ იმის საშუალება, რომ აღარ მომხდარა შემდგომი კონტაქტების გავრცელება. ეს ადამიანი მოთავსებული არის ინფექციურ საავადმყოფოში. გუშინ ღამით ინფექციური საავადმყოფოდან იმ 13 პაციენტის გადაყვანა განხორციელდა საკარანტინო ზოლში, რომლებიც არ იყვნენ ინფიცირებულები. ამ დროისათვის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება 10 პაციენტი, აქედან 5 არის იტალიიდან — 1 იტალიის და 4 საქართველოს მოქალაქე, 5 არის ირანიდან — 1 არის ქართველი და დანარჩენები აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან", — განაცხადა ტიკარაძემ.
26 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინა საქართველოს მოქალაქეს რომელიც აზერბაიჯანის გავლით საქართველოში გუშინ შემოვიდა ირანიდან. ის გადაყვანილია ინფექციურ საავადმყოფოში
ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ შესამოწმებლად გადაიყვანეს ის მესაზღვრეები, რომლებმაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი აღმოაჩინეს. მისივე თქმით, ამ ეტაპზე პაციენტის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და ქვეყანაში ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს.
ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო აფთიაქებს პირბადეების შემოტანაში დაეხმარება. მინისტრის განცხადებით, ამ დროისთვის საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის შეწყვეტა არ იგეგმება.
ამავე თემაზე:
- საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა;
- კორონავირუსის პრევენციისთვის საჭირო რჩევები მოგზაურებისთვის;
- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან დასაცავად.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები