ნორვეგიის საზოგადობრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტმა (NIPH) ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაადასტურა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

პირს, რომელიც ქვეყანაში ჩინეთიდან ჩავიდა ვირუსის სიმპტომები არ ჰქონდა, თუმცა შემოწმების შემდეგ მას ინფექციის "სუსტი დადებითი შედეგი" აღმოაჩნდა.

NIPH-ის დირექტორის თქმით, ნაკლებსავარაუდოა, რომ ეს ადამიანი სხვებისთვის ინფიცირების რისკს ქმნიდეს. ის კარანტინი პერიოდს საკუთარ სახლში გადის.

26 თებერვალს კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა საქართველოშიც. საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ინფექცია აღმოაჩნდა საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაკვირვების ქვეშ იქნებიან ის მესაზღვრეებიც, რომლებმაც ინფიცირებული შეამოწმეს. მთავრობის გადაწყვეტილებით ირანთან საჰაეროსთან ერთად დროებით სახმელეთო მიმოსვლაც შეიზღუდა.

ახალი კორონავირუსით 80 ათასზე მეტი ადამიანი დაავადდა, შემთხვევების უმრავლესობა ჩინეთში დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, ვირუსის გამო 3 ათას ადამიანამდე გარდაიცვალა. გარდაცვლილებისა და დაავადებულების ყველაზე დიდი რაოდენობა კონტინენტურ ჩინეთში ფიქსირდება. შემდეგ მოდიან ჰონგ-კონგი, მაკაო, სამხრეთ კორეა, იტალია, იაპონია, ირანი და სინგაპური. ბოლო ორ დღეში კორონავირუსის გავრცელება დაფიქსირდა ავსტირაში, ხორვატიასა და საბერძნეთში. 26 თებერვალს კორონავირუსისი პირველი შემთხვევა დადასტურდა ბრაზილიაში. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, ვირუსის ახალი შემთხვევები უფრო მეტად ჩინეთის გარეთ ფიქსირდება, ვიდრე ჩინეთში.

ამავე თემაზე:

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001.