TV პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნინო ჟიჟილაშვილი გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია ტელევიზიის მფლობელმა, ვახტანგ წერეთელმა გაავრცელა. მანამდე ამ თანამდებობას მათე კირვალიძე იკავებდა.

"ძალიან მაგარი წამყვანი რომ არის, ეს იცით. ახლა ძალიან მაგარ საინფორმაციოსაც გააკეთებს. ეს კიდევ ერთი ახალი ეტაპია ჩვენი ტელევიზიის ისტორიაში. წარმატებები ნინოს და ძალიან დიდი მადლობა მათე კირვალიძეს, რომელმაც ბევრი გააკეთა ჩვენი საინფორმაციო განვითარებისთვის. ზუსტად ვიცი, მათეს ისევე მაგრად გამოუვა ყველაფერი ახალ საქმეში, როგორც ამას აკეთებდა დღემდე", — წერს ვახტანგ წერეთელი.

ნინო ჟიჟილაშვილი, ასევე, რჩება პოლიტმეტრისა და პირველების წამყვანად.