ბრაზილიის ჯანდაცვის მინისტრმა ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაადასტურა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. მინისტრის თქმით, 61 წლის კაცი, რომელიც სან-პაულოში იტალიაში მოგზაურობის შემდეგ დაბრუნდა პირველია, ვისაც კორონავირუსი შეხვდა.

მინისტრმა თქვა, რომ მოქალაქე ქვეყანაში შაბათს, ყოველგვარი სიმპტომების გარეშე დაბრუნდა. მან უქმეები ოჯახთან ერთად გაატარა, მოგვიანებით სიმპტომების გამოვლენის შემდეგ კი, ორშაბათს საავადმყოფოს მიმართა.

ხელისუფლება არკვევს, ვისთან ჰქონდა დაავადებულს კონტაქტი.

ახალი კორონავირუსით 80 ათასზე მეტი ადამიანი დაავადდა. ბოლო მონაცემებით, ვირუსის გამო 3 ათას ადამიანამდე გარდაიცვალა. ყველაზე დიდი რიცხვი გარდაცვლილებისა და დაავადებულების კონტინენტურ ჩინეთში ფიქსირდება. შემდეგ მოდიან ჰონგ-კონგი, მაკაო, სამხრეთ კორეა, იტალია, იაპონია, ირანი და სინგაპური.

ამავე თემაზე: