გოცირიძე: მთავრობას მოვუწოდებდით ლავროვი არ ჩამოსულიყო და მინისტერიალი თბილისში გამართულიყო
პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე ამბობს, რომ ისინი მთავრობას მოუწოდებდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი არ ამოსულიყო საქართველოში, ხოლო მინისტერიალი თბილისში არ ჩატარებულიყო. ამის შესახებ მან ტელეკომპანია იმედს განუცხადა.
"ჩვენ მოვუწოდებდით მთავრობას, რომ დამნაშავე და კანონდამრღვევი ლავროვი არ უნდა ჩამოსულიყო აქ და არა რუსეთის დელეგაციის სხვა წევრები. ჩვენ მოვუწოდებდით მთავრობას, რომ მინისტერიალი უნდა ჩატარებულიყო აქ, ვინაიდან ეს იყო საქართველოს ვალდებულება და ეს იყო, ფაქტობრივად, მასპინძელი ქვეყნის პრეროგატივა", — განაცხადა გოცირიძემ.
მაისში დაგეგმილი ევროსაბჭოს მინისტერიალი თბილისის ნაცვლად სტრასბურგში გაიმართება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა დღეს, 26 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება სტრასბურგში ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოადგილეეების დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
როგორც ზალკალიანმა თქვა, მინისტერიალის თბილისში ჩატარება ქვეყნისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო. თუმცა, როგორც თავმჯდომარე ქვეყანას, საქართველოს უნდა უზრუნველყო ევროპის საბჭოს ყველა წევრი ქვეყნის მინისტერიალში მონაწილეობა და მათ შორის, რუსეთის მხარისაც.
მინისტრის თქმით, ევროპის საბჭოს წარმომადგენლების მხრიდან აბსოლუტურად სრული გაგებაა მინისტერიალის სტრასბურგში ჩატარებასთან დაკავშირებით.
"2019 წლის ნოემბერში, როდესაც გადმოვიბარეთ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა, სურვილი გამოვთქვით, რომ მინისტერიალი თბილისში ჩატარებულიყო. რადგანაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მსგავსი სახის მაღალი დონის ღონისძიებისთვის საქართველოს არ უმასპინძლია. ჩვენ 2019 წლის ნოემბრიდან დღემდე ყველაფერი გავაკეთეთ, რომ კონსულტაციების რეჟიმში განგვეხილა ყველა შესაძლო სცენარი იმისთვის, რომ არ დაზიანებულიყო ჩვენი, როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყნის რეპუტაცია", — განაცხადა ზალკალიანმა.
როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, არცერთ ძალას არ უნდა მიეცეს იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში მოახდინოს დესტაბილიზაცია და ამ საკითხის გამოყენება სხვადასხვა პოლიტიკური ინტერესებისთვის.
ევროპის საბჭოს მინისტერიალი 14-15 მაისს უნდა გაიმართოს. საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანას, მინისტერიალისთვის თბილისში უნდა ემასპინძლა. თუმცა იმის გამო, ქვეყანაში შესაძლოა რუსეთის დელეგაციის ისეთი წევრები ჩამოსულიყვნენ, რომელთაც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი აქვთ დარღვეული, მათ შორის შესაძლოა იყოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც, მინისტერიალის ჩატარების ადგილის შეცვლაზე მსჯელობა დაიწყო.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები