ხვალ, 27 თებერვალს, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელიც თითქმის შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ რამდენიმე დღის წინ გათავისუფლა, პოლონეთში მიემგზავრება. ამის შესახებ ინფორმაცია ვანო მერაბიშვილის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა.

როგორც მერაბიშვილის გვერდზე ვკითხულობთ, ის პოლონეთში სეიმის ხელმღვანელობის მოწვევით მიდის და მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ღონისძიებებში. ამის შემდეგ კი აპირებს გადაუდებელი მკურნალობის კურსის ჩატარებას.

"როგორც ცნობილია, პატიმრობის თითქმის 7 წლის მანძილზე მას განზრახ არ გაუწიეს სათანადო სამედიცინო მომსახურება. მკურნალობის შემდეგ მერაბიშვილი დაბრუნდება საქართველოში", — ნათქვამია გავრცელებულ პოსტში.