ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ადასტურებს, რომ საქართველოში პირბადის დეფიციტია. მისი თქმით, დეფიციტი მთელს მსოფლიოშია და საქართველო გამონაკლისი ვერ იქნებოდა. მისივე თქმით, მუშაობენ იმაზე, რომ მარაგი შეივსოს.

მანვე აღნიშნა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების რისკი მომატებულია და თუ საჭირო გახდება სასაზღვრო ზოლის კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდება.

ახალი კორონავირუსით 80 ათასზე მეტი ადამიანი დაავადდა, შემთხვების უმრავლესობა ჩინეთში დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, ვირუსის გამო 3 ათას ადამიანამდე გარდაიცვალა. გარდაცვლილებისა და დაავადებულების ყველაზე დიდი რაოდენობა კონტინენტურ ჩინეთში ფიქსირდება. შემდეგ მოდიან ჰონგ-კონგი, მაკაო, სამხრეთ კორეა, იტალია, იაპონია, ირანი და სინგაპური. ბოლო ორ დღეში კორონავირუსის გავრცელება დაფიქსირდა ავსტირაში, ხორვატიასა და საბერძნეთში.

ამავე თემაზე: