ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების გამო იტალიასთან შეზღუდვების ან დამატებითი რეგულაციების დაწესება ჯერ არ იგეგმება. მისი თქმით, საელჩო ამ მიმართულებით მუშაობს.

მანვე აღნიშნა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების რისკი მომატებულია და თუ საჭირო გახდება სასაზღვრო ზოლის კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდება. ამ ეტაპზე კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად საქართველოს ფრენები მხოლოდ ირანთან და ჩინეთთან აქვს შეზღუდული.

"ჩვენ არ ვართ მომხრე სრულიად ავკრძალოთ შემოსვლა საქართველოში, ვინაიდან გაგვაჩნია საკმარისი რესურსი იმისათვის, რომ გვქონდეს პრევენციული კონტროლი", — განცახადა მან ჟურნალისტებთან.

ახალი კორონავირუსით 80 ათასზე მეტი ადამიანი დაავადდა, შემთხვების უმრავლესობა ჩინეთში დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, ვირუსის გამო 3 ათას ადამიანამდე გარდაიცვალა. გარდაცვლილებისა და დაავადებულების ყველაზე დიდი რაოდენობა კონტინენტურ ჩინეთში ფიქსირდება. შემდეგ მოდიან ჰონგ-კონგი, მაკაო, სამხრეთ კორეა, იტალია, იაპონია, ირანი და სინგაპური. ბოლო ორ დღეში კორონავირუსის გავრცელება დაფიქსირდა ავსტირაში, ხორვატიასა და საბერძნეთში.

ამავე თემაზე: