საბერძნეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის პრესსპიკერი ამბობს, რომ კორონავირუსი აღმოაჩნდა 38 წლის ქალს, რომელიც ჩრდილოეთ იტალიაში მოგზაურობდა. ის ახლა სალონიკის საავადმყოფოშია და თავს კარგად გრძნობს.

ახალი კორონავირუსით 80 ათასზე მეტი ადამიანი დაავადდა. ბოლო მონაცემებით, ვირუსის გამო 3 ათას ადამიანამდე გარდაიცვალა. ყველაზე დიდი რიცხვი გარდაცვლილებისა და დაავადებულების კონტინენტურ ჩინეთში ფიქსირდება. შემდეგ მოდიან ჰონგ-კონგი, მაკაო, სამხრეთ კორეა, იტალია, იაპონია, ირანი და სინგაპური.

ამავე თემაზე: