თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქალაქში წარმოებული BMC-ის მარკის 126 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსის შემოყვანა იგეგმება. მისივე თქმით, ავტობუსების შემოყვანაზე თეგეტა მოტორსი იქნება პასუხისმგებელი.

როგორც კალაძემ განმარტა, აღნიშნული ავტობუსები თურქეთში იწარმოება და გაზზე მომუშავეა.

"ჩვენ არა მხოლოდ ჩანაცვლებით შემოვიფარგლებით, არამედ გვინდა, შემოვიყვანოთ დამატებითი ავტობუსები იმისთვის, რომ ის კონკრეტული უბნები და რაიონები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გადაადგილდება და თუ გადაადგილდება დიდი ლოდინი უწევთ მგზავრებს, ეს პრობლემა მოვაგვაროთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმუმ ათი წუთი იყოს ლოდინის დრო", — აღნიშნა კალაძემ.

ფოტო: თბილისის მერია

ფოტო: თბილისის მერია

ფოტო: თბილისის მერია

თებერვლის დასაწყიში კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ქალაქში უკვე შემოყვანილია 220 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსი, რითაც მათი შემოყვანა დასრულდა. შემდეგი ეტაპი კი 12-მეტრიანი და 18-მეტრიანი ავტობუსები იქნება.