რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერს, მარია ხაზაროვას ფეისბუქპოსტზე HaHa ომი გამოუცხადეს. ამ დროისთვის [22:23] მის პოსტს, სადაც ის ქართველ ჟურნალისტებს შეურაცხყოფს, 3 200 რეაქცია აქვს, აქედან კი 1 200 Ha =Ha ემოციაა.

ფეისბუქის პოსტზე მარია ზახაროვა ქართველ ჟურნალისტებს "ყოველგვარ ღირსებადაკარგულ ქალებს" უწოდებს. მისი თქმით, ჟენევაში სერგეი ლავროვთან ინტერვიუს ჩაწერის მცდელობა "საცოდავი სანახაობა" იყო.

"იცით რა უნდოდათ? შეუძლებელია ამის დაჯერება! ერთი კითხვა: ჩავა თუ არა ლავროვი თბილისში. ეს უკვე გონების დაბინდვაა, ამდენად დამოკიდებული გაიხადო თავი სხვა ქვეყნის მთავრობის ჩასვლის ან არჩასვლის გამო", — წერს ზახაროვა ირონიულად.

გარდა ამისა, ის ამტკიცებს, რომ შეხლა-შემოხლისას კოლეგასთან ერთდ "დაშავდა", მაგრამ მთავარია, რომ "ბოსი" [სერგეი ლავროვი] არ დაზარალებულა.

ზახაროვას პოსტის კომენტარებში შეურაცხმყოფელად მოიხსენიებენ როგორც ქართველ ჟურნალისტებს, ასევე, მთელ ერს. მას სთავაზობენ, რომ აცრა გაიკეთოს და ცოფის გადადება აირიდოს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ქართველ ჟურნალისტებს შეურაცხყოფა დღეს, 25 თებერვალს მიაყენა. "თქვენ ავადმყოფები ხართ გოგოებო" — უთხრა მან ჟურნალისტებს, რომლებიც კითხვას უსვამდნენ საქართველოში ევროსაბჭოს მინისტერიალზე ჩამოსვლის შესახებ.